Thursday, May 23, 2019

მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო


                                                 06.05. 2019 წელი
        თემა
 ტოლმნიშვნელიანი წილადების და შერეული რიცხვების შეკრება
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლემ შეძლოს ტოლმნიშვნელიანი წილადების, ასევე შერეული რიცხვების შეკრება, შესწავლილი წესის დახმარებით შეძლოს ამოცანის ამოხსნის ალგორითმის ჩამოყალიბება და ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო მოქმედების შესრულება.
სასწავლო რესურსები
მათემატილის სახელმძღვანელო: თ. ბექაური ა. საგინაშვილი
მათემატიკის სახელმძღვანელო: ნურკი
დაფა, ცარცი. ფლიფჩარტი. მარკერები მაგნიტები.
მათემატიკური დავალების ბარათები.
მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები ვარჯიშით, ერთი და იგივე მოქმედების მრავალჯერ შესრულებით გაიწაფებიან და მათემატიკური ცოდნა ჩვევად გადაექცევათ. ერთის მხრივ ავტომატური გახდება მოქმედების შესრულება, მეორეს მხრივ ერთიანი ოპერაციის მრავალჯერ გამეორებით უფრო ღრმად იქნება გაგებული ამ ოპერაციის აზრი და მნიშვნელობა.

No comments:

Post a Comment