Sunday, May 19, 2019


                                                       საწრეო მუშაობა მათემატიკაში
მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
                                    
                                                      15. 04. 2019 წელი
      თემა
                                 წილადი. შეფარდება.
საწრეო მუშაობის მიზანი
V-VI კლასი: მოსწავლეები ისწავლიან ფიგურის ნაწილების ამოცნობას, დასახელებას, ჩაწერას და გამოთვლას. ამოხსნიან მარტივ ამოცანებს წილადებზე.
VII-კლასი: მოსწავლეები გაიხსენებენ წილადის ძირითად თვისებას.
სიდიდეთა შეფარდების გამოყენებით ამოხსნიან ამოცანებს.
სიდიდეების შეფარდებას რიცხვების შეფარდებასთან დააკავშირებენ, გაიაზრებენ სიდიდეთა თვისებებს, სიდიდეები შეიძლება შევკრიბოთ, გამოვაკლოთ და შევადაროთ-რამდენჯერ მეტია ან ნაკლებიაერთი სიდიდე მეორეზე.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: ბექაური, საგინაშვილი
მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი.
მათემატიკური პლაკატები. სამანიპულაციო მოდელები.
დაფა, ცარცი, ფლიფჩარტი.
საწრეო მუშაობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები ადარებენ მონაკვეთის სიგრძეებს, ფართობებს, მასებს, მოსწავლეებს სიმაღლის მიხედვით და ყველა ამ მაგალითის განხილვისას იაზრებენ, რომ სიდიდეების შეფარდებისას იყენებენ რიცხვების შეფარდებას. მიღებული შედეგების მიხედვით მსჯელობენ სიდიდეებს შორის მიმართებაზე. ხსნიან როგორც მარტივ, ასევე რთულ ამოცანებს წილადებზე, სადაც წილადის თვისებებსაც იყენებენ.

No comments:

Post a Comment