Wednesday, April 24, 2019

ეილერის ფორმულა

                                                              საწრეო მუშაობა
მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
   
                                   18. 03. 2019 წელი
           თემა
                სივრცული ფიგურები. ეილერის ფორმულა.
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა გეომეტრიული სხეულების შესახებ. შეძლონ სივრცული ფიგურების ძირითადი ელემენტების ამოცნობა. აღმოაჩინონ კანონზომიერება, რომელიც პირამიდის სხვადასხვა ელემენტების რაოდენობებს აკავშირებს. მოიპოვონ ინფორმაცია, რომელიც სივრცული ფიგურების შესახებ ინფორმაციას გააცნობთ.
სასწავლო მასალა და რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: საგინაშვილი, გიგაური.
გეომეტრიული სხეულების მოდელები. თაბახის ფურცლები. მაკრატელი. მარკერები. სახაზავი. ფლიპჩართი. მათემატიკური დავალების ბარათები. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
მისაღწევი შედეგები
მოსწავლე ამზადებს სივრცული ფიგურების შლილებს, მოცემული შლილის მიხედვით ამზადებს მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურას.
ამყარებს კავშირს პირამიდის წვეროების, წახნაგებისა და წიბოების რაოდენობებს შორის და გამოჰყავს ეილერის ფორმულა.
მოსწავლე ეცნობა ეილერის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვან დეტალებს. იხილავს ამოცანებს, რომლებიც სივრცული ფიგურების თვისებების ცოდნას მოითხოვს.












მათემატიკური ამოცანები- გონების სავარჯიშო










                                                                                                       საწრეო მუშაობა
მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
                                                                                       
                                                                          04. 03. 2019 წელი
                 თემა
                 მათემატიკური ამოცანები - გონების სავარჯიშო
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეები ამოხსნიან ჩახლართულ ამოცანებს გონების გასავარჯიშებლად. შეეჩვევიან ლოგიკურ აზროვნებას, გაიაზრებენ ტექსტის შინაარსს და შეადგენენ ამოცანის ამოხსნის რამდენიმე ვარიანტს. იმსჯელებენ შერჩეული ამოხსნის გზების უპირატესობაზე. მუშაობის პროცესში ირჩევენ ეფექტიან სტრატეგიას და აღწერენ პრობლემის გადაჭრის საფეხურებს.
სასწავლო რესურსები
ამოცანების კრებული: ,,კინგსელის სახელმძღვანელო ტესტები მათემატიკაში“
დაფა, ცარცი, ფერადი ცარცი, მაგნიტური დაფა, ფერადი მაგნიტები, მარკერები, მათემატიკური დავალების ბარათები
მისაღწევი შედეგები
მოსწავლე აღიქვამს ამოცანის შინაარსს, გაიაზრებს და გამიჯნავს ამოცანის მონაცემებს და საძიებელ სიდიდეებს. ახდენს მონაცემების ორგანიზებას. შეუძლია ამოცანის ამოხსნის ეფექტური სტრატეგიის შერჩევა, მოკლედ აღწერს პრობლემის გადაჭრის საფეხურებს. მიყვება არჩეულ სტრატეგიას, აანალიზებს და ასაბუთებს მის ეფექტიანობას. ირჩევს გამოთვლების ოპტიმალურ ხერხს და ახდენს მის რეალიზებას.


Tuesday, April 16, 2019

საწრეო მუშაობა 6

მათემატიკის წრის მეცადინეობის  ჩატარების დრო
                           
                                         25. 02. 2019 წელი
თემა
                     სივრცული ფიგურები
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას გეომეტრიული სხეულების შესახებ. სივრცული ფიგურების პარალელური და თანამკვეთი წახნაგების ცნებას გაეცნობიან. ამოიცნობენ სივრცულ ფიგურებს გარემომცველ სამყაროში. ბუნებაში, ყოფა-ცხოვრებაში, ტექნიკაში არსებულ საგნების ფორმებზე დაკვირვება. შექმნიან სივრცული ფიგურების შლილებს და მოდელებს
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: თ. ბექაური ა საგინაშვილი.
ფერადი ფურცლები. მაკრატელი. წებო. სახაზავი. მარკერები.
მოსწავლეების მიერ შეგროვებული ნივთები.
მისაღწევი შედეგები
მოსწავლე შეძლებს სივრცული ფიგურების ელემენტების დასახელებას.
დაამზადებს გეომეტრიული ფიგურის შლილებს, მოცემული შლილის მიხედვით ამზადებს მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურას. სივრცული ფიგურის მოდელზე მიუთითებს პარალელურ და ურთიერთთანამკვეთ წახნაგებს, მსჯელობს, გადაიკვეთება თუ არა მოცემული წანაგები მათი გავრცობის შედეგად.

საწრეო მუშაობა 5

მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
                                
                          18. 02. 2019 წელი
თემა
                             ბრტყელი ფიგურის ფართობი
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეებმა შეძლონ ბრტყელი ფიგურის (მართკუთხედი, კვადრატი) ფართობის გამოთვლა. ისწავლონ ფიგურების შედარება ფართობის მიხედვით. შეძლონ ფართობის გამოთვლა პალეტის, დამფარავი კვადრატების საშუალებით. გამოიყენონ შესწავლილი ფორმულები შედარებით რთული ამოცანების ამოსახსნელად.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: თ. ბექაური ა. საგინაშვილი
დ. ნანობაშვილი ,,ოლიმპიადა ევერესტის ამოცანათა კრებული“
ბრტყელი ფიგურის მაკეტები, თვალსაჩინოებები, დაფა, ცარცი, მათემატიკური დვალების ბარათები. სახაზავი,  პალეტი. ასევე მოსწავლეების მიერ შექმნილი პალეტი.
მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ შეძლოს დაფაროს ფიგურა ერთნაირი არადამფარავი ფიგურებით და დაასახელოს დასაფარად საჭირო ფიგურების მთლიანი რაოდენობა. ფიგურათა ურთიერთშეთავსებით შეადაროს ან შეაფასოს ფიგურების ფართობები. გამოიყენოს ფართობის ფორმულები ფიგურების ფართობის გამოსათვლელად. ამოცანის ტექსტის მიხედვით შეადგინოს ამოცანის ამოხსნის ალგორითმი და ამოხსნას ოლიმპიადის ამოცანები.

Monday, April 1, 2019

საწრეო მუშაობა 4

საწრეო მუშაობა 4

მათემატიკის წრის ჩატარების დრო
                                                              
                                              11 . 02. 2019 წელი
თემა
                   ფიგურის პერიმეტრი
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეებმა გაიხსენონ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ელემენტები, პერიმეტრი და დაუკავშირონ პერიმეტრის ცნება პრაქტიკული ტიპის ამოცანებს. ამოხსნან რთული ამოცანები, რომლებიც პერიმეტრის პოვნის განსხვავებულ და საინტერესო ვარიანტებს წარმოგვიდგენს. გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკული სახის ამოცანების ამოსახსნელად.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: თ. ბექაური, ა. საგინაშვილი.
,,ოლიმპიადა ევერესტის ამოცანათა კრებული“: დ. ნანობაშვილი.
გეომეტრიული ფიგურები. ფერადი ფურცლები. მაკრატელი. მარკერები.
დაფა. ფერადი ცარცი. რვეული. საწერკალამი. მათემატიკური დავალების ბარათები
მისაღწევი შედეგი
ფიგურის გადამკვეთი და არა გადამკვეთი გვერდების ამოცნობა, დასახელება. პერიმეტრის გამოსათვლელი გამოსახულების ასოების გამოყენებით ჩაწერა. პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენება.
დასმული ამოცანის შესაბამისი ნახაზის აგება და ასოითი აღნიშვნების ადეკვატური გამოყენება. ამოხსნის ოპტიმალური გზის ამორჩევა და მისი რეალიზება

ამოვხსნათ განტოლებები






მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
                              4. 02. 2019 წელი
თემა
                                           
საწრეო მუშაობის მიზანი
განტოლების, როგორც მათემატიკის ერთ-ერთი ძირითადი ენის დაუფლების უნარზე მუშაობა.
განტოლების, განტოლების ფესვის, ამოხსნის ცნებების შესწავლის კვალობაზე მათემატიკური მოდელირების არსის გააზრება.
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას განტოლების გამოყენების უნარის განვითარება.
სასწავლო რესურსები
თ. ბექაური, ა. საგინაშვილი-,,მათემატიკა“ მე-5 და მე-6 კლასი
ნურკი-მათემატიკა. მე-6 კლასი.
გოგიშვილი, ვეფხვაძე ,,მათემატიკა“- მე-7 კლასი
თოფურია ,,მათემატიკა“
ფლიპჩარტი. მარკერები. მაგნიტები. თაბახის ფურცლები. დაფა. ცარცი.
მიღწეული შედეგი
ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ განტოლებას. იყენებს მოქმედებათა თვისებებს, მათ თანმიმდევრობას და დაჯგუფებას ალგებრული გამოსახულების გასამარტივებლად და მისი მნიშვნელობის გამოსათვლელად ცვლადების მოცემული მნიშვნელობისთვის.