Thursday, May 23, 2019

მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო


                                                 06.05. 2019 წელი
        თემა
 ტოლმნიშვნელიანი წილადების და შერეული რიცხვების შეკრება
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლემ შეძლოს ტოლმნიშვნელიანი წილადების, ასევე შერეული რიცხვების შეკრება, შესწავლილი წესის დახმარებით შეძლოს ამოცანის ამოხსნის ალგორითმის ჩამოყალიბება და ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო მოქმედების შესრულება.
სასწავლო რესურსები
მათემატილის სახელმძღვანელო: თ. ბექაური ა. საგინაშვილი
მათემატიკის სახელმძღვანელო: ნურკი
დაფა, ცარცი. ფლიფჩარტი. მარკერები მაგნიტები.
მათემატიკური დავალების ბარათები.
მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები ვარჯიშით, ერთი და იგივე მოქმედების მრავალჯერ შესრულებით გაიწაფებიან და მათემატიკური ცოდნა ჩვევად გადაექცევათ. ერთის მხრივ ავტომატური გახდება მოქმედების შესრულება, მეორეს მხრივ ერთიანი ოპერაციის მრავალჯერ გამეორებით უფრო ღრმად იქნება გაგებული ამ ოპერაციის აზრი და მნიშვნელობა.

Sunday, May 19, 2019


                                                             მათემატიკის წრის მეცადინეობა
მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
              
                                              22. 04. 2019 წელი
         თემა
                     წილადების გამოსახვა რიცხვით სხივზე
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეები გაიწაფებიან წილადებისა და შერეული რიცხვების შესაბამისი წერტილების რიცხვით სხივზე გამოსახვაში.
ეს თემა არა მარტო მე5, მე-6 კლასისთვის არის აქტუალური, არამედ მე-7 კლასელთათვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ერთობლივი მუშაობა საინტერესო და პროდუქტიული გამოვიდა
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვენელო: ბექაური, საგინაშვილი.
სამანიპულაციო მოდელები. მოსწავლეების მიერ შექმნილი მათემატიკური დავალების ბარატები. დაფა. ცარცი. მაგნიტური დაფა, მაგნიტები. ფლიფჩარტი.
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები გაიმეორებენ წილადების და შერეული რიცხვების რიცხვით სხივზე გამოსახვას. დააკვირდებიან, რა ხარვეზები აქვთ სამუშაოს შესრულების დროს, რა ტიპის შეცდომებს უშვებენ და მასწავლებლის დახმარებით გამოასწორებენ შეცდომას. ივარჯიშებენ აღნიშნულ საკითხზე და ამოხსნიან ამოცანებს მოცემულ თემაზე.



                                                       საწრეო მუშაობა მათემატიკაში
მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
                                    
                                                      15. 04. 2019 წელი
      თემა
                                 წილადი. შეფარდება.
საწრეო მუშაობის მიზანი
V-VI კლასი: მოსწავლეები ისწავლიან ფიგურის ნაწილების ამოცნობას, დასახელებას, ჩაწერას და გამოთვლას. ამოხსნიან მარტივ ამოცანებს წილადებზე.
VII-კლასი: მოსწავლეები გაიხსენებენ წილადის ძირითად თვისებას.
სიდიდეთა შეფარდების გამოყენებით ამოხსნიან ამოცანებს.
სიდიდეების შეფარდებას რიცხვების შეფარდებასთან დააკავშირებენ, გაიაზრებენ სიდიდეთა თვისებებს, სიდიდეები შეიძლება შევკრიბოთ, გამოვაკლოთ და შევადაროთ-რამდენჯერ მეტია ან ნაკლებიაერთი სიდიდე მეორეზე.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: ბექაური, საგინაშვილი
მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი.
მათემატიკური პლაკატები. სამანიპულაციო მოდელები.
დაფა, ცარცი, ფლიფჩარტი.
საწრეო მუშაობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები ადარებენ მონაკვეთის სიგრძეებს, ფართობებს, მასებს, მოსწავლეებს სიმაღლის მიხედვით და ყველა ამ მაგალითის განხილვისას იაზრებენ, რომ სიდიდეების შეფარდებისას იყენებენ რიცხვების შეფარდებას. მიღებული შედეგების მიხედვით მსჯელობენ სიდიდეებს შორის მიმართებაზე. ხსნიან როგორც მარტივ, ასევე რთულ ამოცანებს წილადებზე, სადაც წილადის თვისებებსაც იყენებენ.

Wednesday, May 15, 2019

მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო

                                   08. 04. 2019 წელი
                 თემა
სახალისო ამოცანები-ჯგუფური მუშაობა
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის შემოწმება.
ცოდნის დემონსტრირება და ჯგუფში მუსაობის ჩვევების გამომუშავება.
დავალების ადეკვატურად აღქმის და შედეგების ობიექტური შეფასება.
სტრატეგიული აზროვნების განვითარება.
მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურება.
სწავლებაში სახალისო ფორმების დამკვიდრება.
ქცევის ფორმების დახვეწა
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: თ. ბექაური ა. საგინაშვილი
ფლიფჩარტი. მარკერები. დაფა, ცარცი, ფერადი ცარცი.
საწრეო მუშაობის მისაღწევი შედეგები
მოსწავლე აქტიურად ჩაერთვება ჯგუფის მუშაობაში და მისი წვლილი შეაქვს ამოცანის ამოხსნის პროცესში. გამოუმუშავდება მოსმენის და აზრის სხვისთვის გაზიარების უნარი. შეუძლია მოცემული ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა და დროის კონტროლი. ამოცანის ტექსტის დახმარებით გამოკვეთს პრობლემას და შეიმუშავებს ამოხსნის გზებს. მოახდენს ამოხსნის რეალიზებას. შეძლებს სამუშაოს გაანალიზებას და აუდიტორიისთვის გასაგები ენით გადაცემას. ისწავლის თანამშრომლობას და საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირებას.
მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო

01.  04. 2019 წელი
              თემა
ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეებმა აითვისონ ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით. ამოცანების ამოხსნისას ამოცანის შინაარსის გაგების, ამოხსნის სტრატეგიის განსაზღვრის და განხორციელების, შესასრულებელი სამუშაოს შედეგის შემოწმებისა და გაანალიზების უნარი განუვითარდეთ.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი,  ვეფხვაძე
,,ამოცანების კრებული ოლიმპიადა კინგსისთვის“
დაფა, ცარცი, მათემატიკური დავალების ბარათები. ფლიფჩარტი. მარკერები.
საწრეო მუშაობის მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ იცის თუ რა ეტაპებს მოიცავს განტოლების შედგენით ამოცანის ამოხსნის მეთოდი.
შეძლოს: ამოცანის ყურადღებით წაკითხვა და გააზრება. ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდის ერთმანეთთან დაკავშირება (ანუ ამოცანის შესაბამისი განტოლების სიტყვებით ჩამოყალიბება)
ამოცანის შესაბამისი საძიებელი სიდიდის ასოითი აღნიშვნა.
ამოცანის პირობის შესაბამისი განტოლების ჩაწერა და ამოხსნა.
პასუხის შემოწმება.





მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
                                            
                                   25. 03. 2019 წელი
          თემა
                          რიცხვის გამყოფები და ჯერადები
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლე კიდევ ერთხელ გაეცნოს რიცხვის ჯერადისა და რიცხვის გამყოფის ცნებას. შეძლოს შესაბამისი მაგალითების მოყვანა, ასევე ამოხსნას რთული, სააზროვნო ამოცანები. შეძლოს ლუწი და კენტი რიცხვების ასოითი გამოსახულებით ჩაწერა. შეძლოს რიცხვის მარტივ მამრავლებად დაშლა, ააგოს ნატურალური რიცხვების ,,გამყოფთა ხე“. აამოიცნოს მარტივი და შედგენილი რიცხვები. შეძლოს 2-ზ3, 5-ზე, 10-ზე გაყოფადობის ნიშნების ჩამოყალიბება და გამოყენება ამოცანების ამოსახსნელად.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი, ვეფხვაძე.
მათემატიკის სახელმძღვანელო: თ. ბექაური ა. საგინაშვილი
დაფა, ფერადი ცარცი, ფერადი წებოვანი ფურცლები. მაგნიტური დაფა. მარკერები, მაგნიტები
საწრეო მუშაობის მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები პოულობენ ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების გამყოფებს და ჯერადებს.
ერთმანეთისგან განასხვავებენ კენტ, ლუწ, მარტივ და შედგენილ რიცხვებს. ასაბუთებენ გაყოფადობის ნიშნებს და ხსნის ამოცანებს.