Wednesday, May 15, 2019

მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო

01.  04. 2019 წელი
              თემა
ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეებმა აითვისონ ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით. ამოცანების ამოხსნისას ამოცანის შინაარსის გაგების, ამოხსნის სტრატეგიის განსაზღვრის და განხორციელების, შესასრულებელი სამუშაოს შედეგის შემოწმებისა და გაანალიზების უნარი განუვითარდეთ.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი,  ვეფხვაძე
,,ამოცანების კრებული ოლიმპიადა კინგსისთვის“
დაფა, ცარცი, მათემატიკური დავალების ბარათები. ფლიფჩარტი. მარკერები.
საწრეო მუშაობის მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ იცის თუ რა ეტაპებს მოიცავს განტოლების შედგენით ამოცანის ამოხსნის მეთოდი.
შეძლოს: ამოცანის ყურადღებით წაკითხვა და გააზრება. ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდის ერთმანეთთან დაკავშირება (ანუ ამოცანის შესაბამისი განტოლების სიტყვებით ჩამოყალიბება)
ამოცანის შესაბამისი საძიებელი სიდიდის ასოითი აღნიშვნა.
ამოცანის პირობის შესაბამისი განტოლების ჩაწერა და ამოხსნა.
პასუხის შემოწმება.

No comments:

Post a Comment