Sunday, May 19, 2019


                                                             მათემატიკის წრის მეცადინეობა
მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
              
                                              22. 04. 2019 წელი
         თემა
                     წილადების გამოსახვა რიცხვით სხივზე
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეები გაიწაფებიან წილადებისა და შერეული რიცხვების შესაბამისი წერტილების რიცხვით სხივზე გამოსახვაში.
ეს თემა არა მარტო მე5, მე-6 კლასისთვის არის აქტუალური, არამედ მე-7 კლასელთათვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ერთობლივი მუშაობა საინტერესო და პროდუქტიული გამოვიდა
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვენელო: ბექაური, საგინაშვილი.
სამანიპულაციო მოდელები. მოსწავლეების მიერ შექმნილი მათემატიკური დავალების ბარატები. დაფა. ცარცი. მაგნიტური დაფა, მაგნიტები. ფლიფჩარტი.
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები გაიმეორებენ წილადების და შერეული რიცხვების რიცხვით სხივზე გამოსახვას. დააკვირდებიან, რა ხარვეზები აქვთ სამუშაოს შესრულების დროს, რა ტიპის შეცდომებს უშვებენ და მასწავლებლის დახმარებით გამოასწორებენ შეცდომას. ივარჯიშებენ აღნიშნულ საკითხზე და ამოხსნიან ამოცანებს მოცემულ თემაზე.


No comments:

Post a Comment