Tuesday, June 11, 2019

წრის დასახელება
                         ,,ინდიგო ბავშვები“
სკოლა
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი
V, VI, VII კლასი
მასწავლებელი
ფიქრია შკუბულიანი
სასწავლო წელი
2018- 2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი.
მოსწავლეთა რაოდენობა
შვიდი მოსწავლე
სამუშაო რეჟიმი
კვირაში ერთი დღე. ორშაბათი.
წრის აქტუალობა
წრე მათემატიკის მოყვარულ, ასევე მათემატიკის ნაკლებად მოყვარულ ბავშვებს გააერთიანებს. მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებისათვის მრავალფეროვან აქტივობებს მოვიფიქრებთ. სავარჯიშოები შერჩეული იქნება პრინციპით ,,მარტივიდან რთულისაკენ“. წრის მუშაობა მოსწავლეთა ინტერესებს, უნარებსა და შასაძლებლობებს ითვალისწინებს და მათი მათემატიკისადმი ინტერესის აღძვრას ემსახურება.
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება,
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება.
საგნობრივი პროგრამის შინაარსში მოცემული სიახლეების გაცნობა.
მრავალრიცხოვანი სახალისო აქტივობებისა და დამხმარე მასალის გამოყენება.
მათემატიკის მიმართ ბავშვის სიყვარულის გაძლიერება, მათემატიკის ცოდნის უპირატესობის წარმოჩენა, ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
მათ.V.1.მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია.
მათ.V.2.მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
მათ.V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
მათ.V.6.მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამარტივება ამოცანის ამოხსნისას.
მათ.V.7.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა, გამოსახვა.
მათ.V.8.მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართების დადგენა.
მათ.V.9.მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის პოვნა და შედარება.
მათ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვის წაკითხვა, გამოსახვა, შედარება, დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით. რიცხვების თვისებების გამოკვლევა პოზიციური სისტემის გამოყენებით.
მათ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.
მათ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციულიდამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა.
მათ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლების ამოხსნა.
მათ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
მათ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელოები: გოგიშვილი, ვეფხვაძე-V,VI, VII კლასის მათემატიკა.   თინა ბექაური, ავთანდილ საგინაშვილი-V, VI კლასის სახელმძღვანელო. დამხმარე ლიტერატურა სახალისო ამოცანებით და მცირე თავსატეხებით.
დაჩი ნანობაშვილი-,,ოლიმპიადა ევერესტის ამოცანათა კრებული“
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი. დაფა, ცარცი, მარკერები, ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები, ფერადი წებოვანი ფურცლები.
მათემატიკური დავალების ბარათები.
მათემატიკური სასწავლო პლაკატები.
სამანიპულაციო მოდელები.
ინტერნეტ-რესურსები:
,,ხანის აკადემია“
,,LearningApps”
დრაივ ტესტები.
საწრეო მუშაობის მოკლე დახასიათება
მათემატიკის სწავლება რთული პროცესია, ამიტომ აუცილებელია დამატებითი აქტივობების შემოტანა. წრე აერთიანებს მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს. საწრეო მუშაობის დროს უპირატესობას  მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევების ფორმულირებას  ვანიჭებ. საწრეო მუშაობის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებსა და უნარ-ჩვევების განმავითარებელ სავარჯიშოებს. მუშაობას მათემატიკური სისწრაფის ტურის გავლით ვიწყებთ, რაც მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და ხალისით ერთვებიან რთული ამოცანების ამოხსნის პროცესში. საწრეო მუშაობა ძირითადად ჯგუფური მუშაობის პრინციპით მიმდინარეობს, ბავშვები აკეთებენ პრეზენტაციას, რომლის წარდგენის დროს მათი თავისუფლება არ იზღუდება, შეუძლიათ თავიანთი შეხედულებები თავისუფლად გამოთქვან, დაასაბუთონ მყარი არგუმენტებით. წრის მუშაობა ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასაც ითვალისწინებს, ეს მეტ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში. საბოლოოდ მინდა ბავშვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათემატიკა აზროვნების წესია და როდესაც სწავლობ მათემატიკას ითვისებ აზროვნების მათემატიკურ მანერას და შეიცნობ სამყაროს, რომელიც მათემატიკური ენითაა დაწერილი.

No comments:

Post a Comment