Saturday, December 3, 2011

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

გამოსახულებათა გარდაქმნის მაგალითები

სწავლების საფეხური

მე-2 საფეხური. VIIკლასი

მოსწავლეთა პროფილი

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ გვყავს

გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა

შეძლონ გამოსახულებების გარდაქმნა და გამარტივება შემოკლებული გამრავლების ფორმულებით.რთული ცვლადიანი გამოსახულებების გამარტივების გზით შედარებით ადვილად მივიდნენ სასურველ შედეგამდე.შეძლონ გამოსახულებების შეცვლა სხვა იგიურად ტოლი გამოსახულებებით.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

იგივურად ტოლობის ცნების ათვისება და იგივეობების ამოცნობის უნარის გამომუშავება.

გამოსახულების იგივი გარდაქმნების ხერხების ათვისება.

შემოკლებული გამრავლების ფორმულების შესწავლა და ამ ფორმულათა გამოყენების უნარის გამომუშავება.

კვადრატების სხვაობის ფორმულის შესწავლა და მისი გამოყენების უნარის გამომუშავება.

VII. 7. ამარტივებს ალგებრულ გამოსახულებას და ხსნის წრფივ განტოლებას.

შეფასების საგანი და პროცედურები

ამოიცნობს იგიურად ტოლ გამოსახულებებს.

შეუძლია განახორციელოს იგიური გარდაქმნები გამოსახულებებზე.

შეუძლია შემოკლებული გამრავლების ფორმულების ეფექტურად გამოყენება, ასევე იყენებს კვადრატების სხვაობის ფორმულას.

წინასწარი ცოდნა

მოქმედებათა ძირითადი თვისებები

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო (გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი)

საპრეზენტაციო მასალა.

თვალსაჩინოება (შემოკლებული გამრავლების ფორმულები, კვადრატების სხვაობის ფორმულა)

მინი ბარათებზე მოცემული სამუშაოები.

დაფაზე წინასწარ გამზადებული მარტივი სავარჯიშოები მოსწავლეების ცოდნის დონის დასადგენად.

გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი

აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (1 წთ)

აქტივობა 2. ბავშვებს ურიგდებათ მინი ბარათებზე დაწერილი სამუშაოები, კერძოდ, ცვლადიანი გამოსახულებები, რომელთაგან მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ისეთები, რომლებიც ერთმანეთს გავს. სამუშაოს შესრულების შემდეგ ვიხილავთ, რატომ შეიძლება ეწოდოს ამა თუ იმ სამუშაოს იგიურად ტოლი და ჩამოვაყალიბებთ იგიურად ტოლი გამოსახულების თვისებებს. (10 წთ)

აქტივობა 3. პრეზენტაცია. მოსწავლეები ეცნობიან საპრეზენტაციო მასალას, სადაც მათ წარმოდგენა ექმნებათ შემოკლებული გამრავლების ფორმულების და კვადრატების ფორმულის შესახებ. მოსწავლეები ეცნობიან ფორმულების გამოყენების მეთოდებს და რამდენიმე მაგალითს ხსნიან ამ ფორმულების გამოყენებით. (15 წთ)

აქტივობა 4. ვარჯიში მაგალითებზე. მოსწავლეები მიღებული ცოდნის გამტკიცებას და შემოწმებას ახორციელებენ დამხმარე სავარჯიშოების საშუალებით, რომლებიც მოცემულია სახელმძღვანელოში. სავარჯიშოების ამოხსნა ხორციელდება მთელი კლასის მიერ. ხორციელდება თითეული განხორციელებული მოქმედების განხილვა კლასის წინაშე. (15 წთ)

აქტივობა 5. შეჯამება. დაფაზე წინასწარ დაწერილი მარტივი სამუშაოები ზეპირად უნდა ამოიხსნას მოსწავლეთა მიერ, ეს საშუალებას მოგვცემს, დავადგინოთ გაკვეთილის ათვისება როგორ მოახდინეს ბავშვებმა და მივცემთ საშინაო დავალებას. (4 წთ)