Wednesday, May 15, 2019

მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო

                                   08. 04. 2019 წელი
                 თემა
სახალისო ამოცანები-ჯგუფური მუშაობა
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის შემოწმება.
ცოდნის დემონსტრირება და ჯგუფში მუსაობის ჩვევების გამომუშავება.
დავალების ადეკვატურად აღქმის და შედეგების ობიექტური შეფასება.
სტრატეგიული აზროვნების განვითარება.
მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურება.
სწავლებაში სახალისო ფორმების დამკვიდრება.
ქცევის ფორმების დახვეწა
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: თ. ბექაური ა. საგინაშვილი
ფლიფჩარტი. მარკერები. დაფა, ცარცი, ფერადი ცარცი.
საწრეო მუშაობის მისაღწევი შედეგები
მოსწავლე აქტიურად ჩაერთვება ჯგუფის მუშაობაში და მისი წვლილი შეაქვს ამოცანის ამოხსნის პროცესში. გამოუმუშავდება მოსმენის და აზრის სხვისთვის გაზიარების უნარი. შეუძლია მოცემული ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა და დროის კონტროლი. ამოცანის ტექსტის დახმარებით გამოკვეთს პრობლემას და შეიმუშავებს ამოხსნის გზებს. მოახდენს ამოხსნის რეალიზებას. შეძლებს სამუშაოს გაანალიზებას და აუდიტორიისთვის გასაგები ენით გადაცემას. ისწავლის თანამშრომლობას და საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირებას.

No comments:

Post a Comment