Tuesday, June 11, 2019

მათემატიკის საწრეო მუშაობის ჩატარების დრო
                                    
                                                20. 05. 2019 წელი
       მთავარი თემა
წილადის სიდიდის ცვლის სხვადასხვა შემთხვევა. მოცემული რიცხვის პროცენტის პოვნა
      საწრეო მუშაობის  მიზანი
მოსწავლეები დააკვირდებიან და გაარკვევენ როგორ იცვლება წილადის სიდიდე მისი მრიცხველის ან მნიშვნელის რამდენჯერმე გადიდებით ან შემცირებით. გაიღრმავებენ ცოდნას წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლების წესზე დაყრდნობით.
     მეშვიდე კლასელები გააკეთებენ შედარებას, მოცემული რიცხვის პროცენტის პოვნას დაუკავშირებენ წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლებას და გამოიყენებენ მოპოვებულ ცოდნას რთული ამოცანების ამოსახსნელად.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: ა.საგინაშვილი თ. ბექაური
მათემატიკის სახელმძღვანელო: ე. ნურკი ა. ტელგმა
მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი ვეფხვაძე
სამანიპულაციო მოდელები. დაფა. ცარცი (ფერადი)
ფლიფჩარტი. მარკერები.
საწრეო მუშაობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია ისაუბროს წილადის სიდიდის ცვლილებაზე წილადის მრიცხველის ან მნიშვნელის რამდენჯერმე გადიდების ან შემცირების შემთხვევაში.  ახორციელებს მოცემული წესის პრაქტიკულ გამოყენებას.  რადგან საწრეო მეცადინეობებში მეშვიდე კლასელებიც მონაწილეობენ, ვახდენთ თემის გამთლიანებას. რიცხვის ნაწილის პოვნას აკავშირებენ რიცხვის პროცენტის პოვნასთან, ხსნიან მარტივ მაგალითებს რიცხვის პროცენტის პოვნაზე, მეხუთე და მეექვსე კლასელები მოიძიებენ და იხსენებენ გაგონილ ინფორმაციას პროცენტზე, მეშვიდე კლასელები კი ხსნიან რთულ ამოცანებს პროცენტზე. რამდენიმე ამოცანა იხსნება შერეულ ჯგუფებში, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ჯგუფში მუშაობის წესები განამტკიცონ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ამოხსნის გზის მოძიების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

No comments:

Post a Comment