Wednesday, June 12, 2019

მოქმედებები შერეულ რიცხვებზე. შეკრება-გამოკლება.

საწრეო მეცადინეობის ჩატარების დრო
                            
                                                     27. 05. 2019 წელი.
თემა
მოქმედებები შერეულ რიცხვებზე, შეკრება-გამოკლება. ამოცანების ამოხსნა შერეული რიცხვების შეკრება-გამოკლებაზე.
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეები გაიწაფებიან შერეული რიცხვების შეკრება-გამოკლების მოქმედების შესრულებაში, შეისწავლიან მთელიდან წილადის გამოკლების ოპერაციას, მასთან დაკავშირებულ აუცილებელ მოქმედებას. ამოხსნიან ტექსტურ ამოცანებს ამ მოქმედებათა გამოყენებით.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: ა.საგინაშვილი თ. ბექაური
მათემატიკის სახელმძღვანელო: ე. ნურკი ა. ტელგმა
დაფა, ცარცი.
მათემატიკური დავალების ბარათები.
საწრეო მუშაობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერი ორი შერეული რიცხვის შეკრება და გამოკლება. ასრულებს მთელი რიცხვიდან წილადის გამოკლების მოქმედებას.
იაზრებს ტექსტური ამოცანის პირობას, აგებს ამოცანის ამოხსნის ალგორითმს, შეუსაბამებს გარკვეულ მოქმედებას ამოცანის შეკითხვას და ასრულებს მოქმედებას. 

No comments:

Post a Comment