Wednesday, June 12, 2019

წილადის ძირითადი თვისება

მათემატიკის საწრეო მეცადინეობის ჩატარების დრო
      
                                           03. 06. 2019 წელი.
საწრეო მუშაობის მთავარი თემა
წილადის ძირითადი თვისება. წილადის შეკვეცა. წილადების შედარება.
ათწილადების შედარება, დალაგება და დამრგვალება.
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეები გაიწაფებიან წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით წილადების შეკვეცის ოპერაციის ჩატარებაში. კიდევ ერთხელ გაიაზრებენ წილადების შედარების წესებს და შეასრულებენ შესაბამის მოქმედებებს.
მეშვიდე კლასელები გაიხსენებენ ნატურალური რიცხვებისა და ათწილადების გაყოფისას შესწავლილ განაყოფის ძირითად თვისებას, დააკავშირებენ წილადის ძირითად თვისებასთან და სეასრულებენ შესაბამის მოქმედებებს. გაიხსენებებ ათწილადების შედარებას, დამრგვალებას და ამოხსნიან ამოცანებს მოცემული წესების გათვალისწინებით.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო:ა.საგინაშვილი თ. ბექაური
მათემატიკის სახელმძღვანელო:ე. ნურკი ა. ტელგმა
ფლიფჩარტი. მარკერები.
დაფა, ცარცი.
საწრეო მუშაობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლე წილადის ძირითად თვისებას წილადების შესაკვეცად ან მოცემული წილადის ტოლი წილადის საპოვნელად იყენებს.
ერთმანეთთან აკავშირებენ წილადის ძირითად თვისებას და ნატურალური რიცხვის და ათწილადების გაყოფისას განაყოფის ძირითად თვისებას. შეუძლიათ ერთობლივად ამოხსნან კომბინირებული ამოცანა, სადაც გამოიყენებენ როგორც წილადის ძირითად თვისებას, წილადების შედარების წესს, ასევე ათწილადების შედარების წესს და დაამრგვალებენ პასუხს შესაბამის ერთეულამდე. მოცემულ სამუშაოებს ასრულებენ ჯგუფურად და საშუალებას აძლევენ ერთმანეთს მათი შესაძლებლობები გამოავლინონ.

No comments:

Post a Comment