Tuesday, October 25, 2011

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
მონაცემთა მოპოვება და დაჯგუფება

საგნობრივი სფერო
მათემატიკა
სამიზნე ჯგუფი
IXკლასი
მოსწავლეთა პროფილი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ გვყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მონაცემთა ანალიზსა და სტატისტიკაში. განუვითარდებათ ალბათურ- სტატისტიკური აზროვნების უნარი. გაიფართოვებენ ცოდნას ამ თემის შესახებ და განუვითარდებათ მონაცემთა წარმოდგენის სათანადო უნარები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
რაიმე მოვლენის კანონზომიერების შესწავლის მიზნით მოსწავლე დაეუფლება მონაცემების მოპოვების და შეგროვების ხერხებს. დაეუფლოს მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს-სიხშირეთა და ფარდობით სიხშირეთა ცხრილების შედგენას, მათზე დაკვირვების მეთოდებს.
IX.5.პრობლემის გადაჭრისას იყენებს დისკრეტული მათემატიკის ელემენტებს.
წინა ცოდნა
დიაგრამის აგება და წაკითხვა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მონაცემთა მოპოვების, დაჯგუფების, წარმოდგენის უნარი.
მონაცემთა წარმოდგენის ხელსაყრელი ფორმის შერჩევის უნარი.
დიაგრამის წაკითხვის უნარი, შრომატევადი ცხრილების შედგენის დროს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი, მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის უნარი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი, რვეული, დაფა ცარცი, კომპიუტერი,
პრაქტიკული ხასიათის სავარჯიშო სავარჯიშო.
ცხრილები: საქართველოს ტრასებზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილების მიერ 100კმ-ზე გავლისას საწვავის ხარჯის მონაცემები.
მათემატიკის სახელმძღვანელო (გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი)
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. (1-2 წთ)
აქტივობა2. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება: ვთხოვთ ხუთ ცნობილ მომღერალს შორის ყველაზე პოპულარული გამოავლინონ. ეს შეთავაზება მოსწავლეების არჩევანს დააფიქსირებს, ამასთანავე მოსწავლეებს მივმართავთ, რომ თავად შემოგვთავაზონ გამოკითხვის მეთოდი, შეადგინონ სიხშირეთა ცხრილი, დავალების შესრულების შემდეგ განვიხილავთ ნამუშევარს და გავაკეთებთ დასკვნებს. გამოვყოფთ მონაცემთა მოპოვების შემდეგ ხერხებს: დაკვირვება, გამოკითხვა, ცნობარების გამოყენება, ინტერნეტი და ა. შ. (15 წთ)
აქტივობა3. მოსწავლეებს ურიგდებათ საქართველოს ტრასებზე მოძრავი ავტომობილების მიერ 100კმ-ის გავლისას საწვავის ხარჯის შესახებ დაკვირვების შედეგები. ამ ცხრილიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ მონაცემებზე დაკვირვება საკმაოდ ძნელია, ამიტომ მასწავლებლის დახმარებით და რეკომენდაციებით შესაძლებლობა მიეცემათ მოსწავლეებს შეადგინონ სიხშირეთა ცხრილები, ააგონ შესაბამისი ჰისტოგრამა. ცხრილების შედგენა და ჰისტოგრამის აგება კომპიუტერის საშუალებით შეგვიძლია განვახორციელოთ. (20 წთ)
აქტივობა4. ვარჯიში: შესაძლებელია ამოვხსნათ სახელმძღვანელოში მოცემული ამოცანა N10. ეს ამოცანა საშუალებას მოგვცემს შევამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნის დონე, მოვახდინოთ მოსწავლეთა შეფასება. ბოლოს მივცემთ საშინაო დავალებას.გამოვიყენებთ გამსაზღვრელ შეფასებას. (9-10 წთ)

No comments:

Post a Comment