Thursday, October 20, 2011

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
წრფივი დამოკიდებულება.
სწავლების საფეხური, მოსწავლეთა პროფილი
მე-2 საფეხური. VIIIკლასი. ინკლუზიური საჭიროების მქონე მოსწავლე არ გვყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გამოყენებით წრფივი დამოკიდებულების შესახებ წარმოდგენა იზრდება, რაც აუცილებლად დაეხმარება მოსწავლეებს შემდგომ საკითხებზე დინამიურ გადასვლაში, წრფივი ორუცნობიანი განტოლებების ამოხსნისა და განხილვის შესწავლაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს შორის განსხვავების ნიშნების დაფიქსირება და ამ განსხვავების ამოცნობის ჩვევების დაუფლება.
VIII . 5. ამოიცნობს, აანალიზებს და გამოსახავს სიდიდეებს შორის წრფივ დამოკიდებულებას.
VIII .5. 1. მისთვის ნაცნობი სიდიდეებისათვის ასახელებს სიდიდეებს შორის წრფივ დამოკიდებულებებს.
წინასწარი ცოდნა
პროპორციული და პირდაპირპროპორციული სიდიდეები. გრაფიკი.
შეფასების საგანი და პროცედურები
ცნებებისა და დებულებების გამოყენება, მათემატიკური ობიექტების გამოყენება, მსჯელობა-დასაბუთების ხერხები. ამოცანის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი, გაკვეთილში ჩართულობის უნარი.
ამოცანის შინაარსის გააზრებისა და მონაცემთა ორგანიზება-წარმოდგენის უნარის ფლობა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მინი ბარათები შესაბამისი ამოცანებით. თვალსაჩინოებები გრაფიკული გამოსახულებებით. დამოუკიდებელი სამუშაოსათვის ამოცანა. მატემათიკის სახელმძღვანელო (გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი)
დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (1-2 წთ)
მოსწავლეებს ურიგდებათ მინი ბარათებზე დაწერილი ამოცანები და კითხვები, რომელზეც პასუხები ამოცანის ამოხსნის შემდეგ უნდა გასცენ, (მაგალითად: თუ კვადრატის გვერდის სიგრძეა 45 სმ, მაშინ რას უდრის კვადრატის პერიმეტრი? ) ამოცანების ამოხსნის შემდეგ ვეცნობით თუ რა დამოკიდებულებები არსებობს სიდიდეებს შორის, მოსწავლეებს ვთხოვთ გაიხსენონ სხვა მაგალითები პროპორციული სიდიდეების, ასევე გამოსახონ მოცემული დამოკიდებულებები გრაფიკულად. (15 წთ)
პრაქტიკული ამოცანების საშუალებით მოსწავლეები ეცნობიან სიდიდეებს შორის წრფივ დამოკიდებულებებს და მისი წარმოდგენის ხერხებს - გრაფიკულს, ფორმულით. (15 წთ)
შეჯამება: მოსწავლეები დამოუკიდებლად ხსნიან ამოცანას, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ, თუ როგორ გაიგეს გაკვეთილი და რა ხერხები გამოიყენეს ამოცანის ამოხსნისათვის. რამდანად სწრაფად გაიგეს ამოცანის შინაარსი და დაადგინეს ამოხსნის გზები . ბოლოს მივცემთ საშინაო დავალებას. (13 წთ)

No comments:

Post a Comment