Tuesday, October 18, 2011

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
შესაბამისობა ორ სიმრავლეს შორის
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
მე-2 საფეხური. VIIIკლასი. ინკლუზიური მოსწავლე არ გვყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
სიმრავლის ცნების უკეთ გაგება. შესაბამისობის უნარის გამომუშავება და მომზადება შემდგომში ფუნქციის ცნების უკეთ გასაგებად. მომავალ თემებზე დინამიური გადასვლა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
სიმრავლეთა შორის შესაბამისობის დამყარების უნარის გამომუშავება. შესაბამისობის წარმოდგენის სხვადასხვა ხერხების დაუფლება. კომბინატორული ამოცანების ამოხსნის მეთოდების დახვეწა. გამოყენება პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადაწყვეტისას.
ე.ს.გ-ით მისაღწევი შედეგები: აგებს, გამოსახავს და იკვლევს შესაბამისობას ორ სიმრავლეს შორის.
იდიკატორი: VIII. 6. 1. აგებს რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას ორ მოცემულ სიმრავლეს შორის და ცხრილის ან სქემის სახით გამოსახავს მას.
წინასწარი ცოდნა
სიმრავლე, სიმრავლის ელემენტები.
შეფასების საგანი და პროცედურები
შესაბამისობის დამყარების უნარი, დამოუკიდებელ სამუშაოში პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარი. მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარი, დისკუსიაში ჩართულობის ხარისხით განვსაზღვრავთ მოსწავლეთა წარმატებას, გამოვიყენებ გამსაზღვრელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
საპრეზენტაციო მასალა, მინი ბარათები პრაქტიკული ხასიათის ამოცანებით, მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი. ამოცანა  N3,  N4
დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. (1 წთ)
მოსწავლეებს ურიგდებათ მინი ბარათებზე დაწერილი პრაქტიკული ხასიათის ამოცანა. (საკლასო ოთახში განლაგებულ მერხებსა და მოსწავლეებს შორის უნდა დაამყარონ გარკვეული სახის შესაბამისობა, წარმოადგინონ სხვადასხვა სახით) სამუშაოსათვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ განვიხილავთ რამდენიმე ნამუშევარს, გამოვიტანთ დასკვნებს, გამოვავლენთ საუკეთესო ნამუშევარს და ავტორს ვთხოვთ გააკეთოს პრეზენტაცია. (15 წთ)
საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით მოვახდინოთ გაკვეთილის ახსნა, გამტკიცება, დავსვათ კითხვები, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა მასალა. (15 წთ)
კლასში შესაძლებელია ამოიხსნას N3და N4 ამოცანები. ამოცანების ამოხსნის შემდეგ მივცემთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას.
(14 წთ)


No comments:

Post a Comment