Wednesday, February 27, 2019

მათემატიკის წრის მეცადინეობის ჩატარების დრო
                     28. 01. 2019 წელი
სკოლა და მასწავლებელი
ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლა.
მასწავლებელი: ფიქრია შკუბულიანი
თემა
გასართობი ამოცანები, რომელთა ამოხსნას წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლე გაიწაფოს ამოცანის ამოხსნის ალგორითმის ჩამოყალიბებაში. ამოცანის ამოხსნისას მოახდინოს მონაცემების ორგანიზება, ამოხსნისთვის საჭირო მონაცემების ამოკრება ტექსტიდან, ამ მონაცემების ორგანიზება, ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება.
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო: ,,სახალისო ამოცანები და მცირე თავსატეხები“.
ფლიპჩარტი. მარკერები. დაფა. ცარცი. მათემატიკური დავალების ბარათები. თაბახის ფურცლები.
მიღწეული შედეგი
ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, საკითხისადმი სიღრმისეული წვდომა. პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

No comments:

Post a Comment