Wednesday, June 19, 2019

სასწავლო პროექტი:ჩვენი მეგობარი რიცხვები


                                                           სასწავლო პროექტის გეგმა
                                                            სასწავლო თემის ავტორი
სახელი/გვარი
ფიქრია შკუბულიანი
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
სკოლა
ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლა
სოფელი
აღვი
                                                            თემის მონახაზი
თემის დასახელება
               ,,ჩვენი მეგობარი რიცხვები“
თემის შინაარსი
გამჭოლი კომპეტენციები ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილია და იგი ხელს უწყობს თანამედროვე სამყაროში მოსწავლის თვითრეალიზებასა და სათანადო ადგილის დამკვიდრებას. ამიტომ მოსწავლეებში რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების და სწავლის სწავლის კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვან პირობად მიმაჩნია მათი შემდგომი განვითარებისათვის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. პროექტის განხორციელების იდეა მოსწავლეებთან ერთად ჩამოყალიბდა. ისინი დაინტერესდნენ რიცხვითი სიმრავლეებით, შეაგროვეს ინფორმაცია სხვადასხვა სახის რიცხვებზე და მოამზადეს მცირე ესეები, რომლებიც მოგვითხრობდა მეგობრული რიცხვების, ტყუპი რიცხვების, სრულყოფილი რიცხვების შესახებ. კომპიუტერის დახმარებით შექმნეს საპრეზენტაციო მასალა. პროექტის კულმინაცია იყო პრეზენტაცია, რომელიც მოაწყვეს ბავშვებმა დაწყებითი კლასის, ასევე უფროსი კლასის მოსწავლეებისათვის. ისაუბრეს მათემატიკის სილამაზეზე და გააცნეს ბავშვებს ოქროს კვეთის უპირატესობა, მისი გამოვლინება გარემომცველ სამყაროში
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი
პირველი საფეხურის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები
განხორციელების დროის ჩარჩო
ათი დღე.
                                                    თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ.V.1. მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია.
*კითხულობს მილიონზე დიდ რიცხვებს ახალი რიცხვითი სახელების
  გამოყენებით. განმარტავს ამ რიცხვით სახელებს.
* პოულობს ახალი რიცხვითი სახელით მოცემული დიდი რიცხვის
   რიგს.
*იყენებს 10-ის ხარისხებს რიცხვის ჩაწერისას. მსჯელობს
  ათობითი პოზიციური სისტემის უპირატესობაზე სხვა რიცხვით
  სისტემებთან შედარებით.
 

მათ.VI.1.მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვის გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
ე. ს. გ. თავი.II. სწავლა-სწავლების მიზნები და საგანმანათლებლო პრინციპები
მუხლი 4. დაწყებითი საფეხურის მისია
ა)საგანთა თანმიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა.
ბ)საბაზისო უნარების-წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.
გ)სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.
სასწავლო მიზანი/სწავლის შედეგები
               მოსწავლეს განუვითარდება ინფორმაციის მოძიების, კლასიფიკაციის, აზრის ჩამოყალიბების და სხვებისთვის გადაცემის უნარები. ასევე შეძლებს გაიუმჯობესოს კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები. უფრო ღრმად შეისწავლის რიცხვით სიმრავლეებს და გააკეთებს აღმოჩენებს. იპოვის ტყუპი, მეგობრული და სრულყოფილი რიცხვების წყვილებს. ისაუბრებს სხვადასხვა ცივილიზაციების თვლის სისტემებზე, შეადარებს მათ  და გააკეთებს ანალიზს.
               მოიძიებს ინფორმაციას ოქროს კვეთასა და ღვთიურ მიმდევრობაზე.  გაიფართოვებს  ცოდნას ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეზე

საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინტერნეტით სარგებლობა და ინფორმაციის მოძიება. საპრეზენტაციო პროგრამა POWER POINT-ში მუშაობა. უნდა შეეძლოთ ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვა მოქმედების შესრულება.
პროექტის აქტუალობა
პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს და აძლიერებს სწავლის პროცესს. სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებს შეასრულონ დავალება მათი შესაძლებლობებისა და ინტერესის მიხედვით.
                                                           შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და აკეთებენ დავალებას
მუშაობის დასრულების შემდეგ
1.პასუხობენ შეკითხვებს
2.მოიძიებენ ინფორმაციას
3.აკეთებენ ჩანაწერებს
1.ჩანაწერების გამოყენებით ადგენენ მცირე ესეებს
2.ვარჯიშობენ მასალის დამახსოვრებაში
3.ამზადებენ პრეზენტაციას
4.ამზადებენ საპროექტო რუბრიკებს
5.ქმნიან პრეზენტაციისთვის საჭირო თვალსაჩინოებებს.
1.წარადგენენ პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეების წინაშე
2.გააკეთებენ თვითშეფასებას
                                                           სასწავლო პროცედურები
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას, მოსწავლეებს აცნობს მეთოდს, რომლის საშუალებითაც წარიმართება მუშაობა. ეს არის თვითორგანიზებადი სწავლების სტრატეგია SOL,  გაკვეთილისადმი სისტემური მიდგომა, რომელიც ახასიათებს სასწავლო პროცესს ინდივიდუალური ტემპით. მოსწავლეს აიძულებს   გააქტიურდეს და განეწყოს მომდევნო ეტაპებზე ცოდნის აღმოსაჩენად.  აქტივობა1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს პროექტის თემას და მიზანს. ასევე გააცნობს მეთოდს, რომლის საშუალებითაც წარიმართება პროექტი. მოსწავლეები პასუხებს გასცემენ თემიდან გამომდინარე შეკითხვებზე  და დაგეგმავენ მომავალ სამუშაოს.                                       (30 აპრილი)
აქტივობა 2. მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტის დახმარებით ნატურალურ რიცხვებზე. შექმნიან მცირე ზომის ესეებს და მოამზადებენ საპრეზენტაციოდ.
                                                                                                                      (1-5 მაისი)
აქტივობა 3. მოსწავლეები მასწავლებელს წარუდგენენ ნამუშევარს. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აკეთებს კორექტირებას, აძლევს რჩევებს მოსწავლეებს.
                                                                                                                       (1-5 მაისი)
აქტივობა 4. მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციას POWER POINT-ში მასწავლებლის დახმარებით.                                                                                                           (7 მაისი)
აქტივობა 5. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ამზადებენ საპრეზენტაციოდ საჭირო რესურსებს და სამანიპულაციო მოდელებს.                                                     (1-8 მაისი)
აქტივობა 6. მოსწავლეები გააკეთებენ მომზადებულ სასწავლო პროექტის პრეზენტაციას სკოლის დანარჩენი მოსწავლეების წინაშე                                                         (10 მაისი)  
აქტივობა 7. მასწავლებელი მოახდენს პროექტის შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკების დახმარებით. (განმავითარებელი შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა)  ასევე მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას.
                                                                                                                                       (10 მაისი)
მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეების სამუშაო პროცესში ჩართულობის მიხედვით მოხდება მოსწავლეთა უწყვეტი შეფასება.
განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარები, ისტის გამოყენებით მრავალფეროვანი საპრეზენტაციო მასალის შექმნის შესაძლებლობებს გამოცდიან.
მოიძიებენ და დაიმახსოვრებენ საინტერესო ფაქტებს რიცხვით სიმრავლეთა შესახებ. გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის განხორციელების უნარ-ჩვევები.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის აღწერა
მასწავლებელი ახორციელებს შუალედურ მონიტორინგს განმავითარებელი შეფასების დახმარებით.

      კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
მაღალი
1
ჩართულობა



2
ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და წარდგენა



3
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა-პირველწყაროს დამოწმება.



4
საჭირო ფოტო მასალის შეგროვება



5
პროექტის მიზნის შესაბამისი ესეს შექმნა



6
რესურსის შექმნა



7
ისტის გამოყენების უნარ-ჩვევები



8
პრეზენტაციის წარდგენის უნარ-ჩვევები



სასწავლო მასალა და რესურსები
კომპიუტერი. ინტერნეტკავშირი. პრინტერი. პროექტორი.
პროგრამული უზრუნველყოფა: ინტერნეტძიება.  ვორდის პროგრამა. საპრეზენტაციო პროგრამა: POWER POINT.
ფლიფჩარტი. მარკერები. მაგნიტები. ფერადი წებოვანი ფურცლები. დაფა. ცარცი. სამანიპულაციო მოდელები. სასწავლო მათემატიკური პლაკატები. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო.


Wednesday, June 12, 2019

საწრეო მუშაობის ფოტოები

















საწრეო მუშაობის შეჯამება

მათემატიკის საწრეო მეცადინეობის ჩატარების დრო
     
                                           10. 06. 2019 წელი
             თემა
განვლილი მასალის გამეორება. საწრეო მუშაობის შეჯამება.
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეები გაიხსენებენ საკითხებს, რომლებზედაც სემესტრის განმავლობაში იმუშავეს. გამოავლენენ თემას, რომელზე მუშაობაც მათ ყველაზე მეტად მოეწონათ. მოაწყობენ მათემატიკურ ვიქტორინას და გამოავლენენ გამარჯვებულს . გააკეთებენ მათემატიკური ნამუშევრების გამოფენას. მეხუთე კლასელები წარადგენენ ვიდეო რგოლს ერთ-ერთ მათემატიკურ თემასთან დაკავშირებით.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო: ა.საგინაშვილი თ. ბექაური.
მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი, ვეფხვაძე.
თაბახის ფურცლები. ფლიფჩარტი. მარკერები. დაფა. ცარცი.
კომპიუტერი. პროექტორი.
საწრეო მუშაობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
მოსწავლეების დაინტერესება მათემატიკური ამოცანებით. ბავშვების ძლიერი მხარის აღმოჩენა და დახმარება სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის. მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარება და მათი შემზადება შემდგომი გამოწვევებისადმი.

წილადის ძირითადი თვისება

მათემატიკის საწრეო მეცადინეობის ჩატარების დრო
      
                                           03. 06. 2019 წელი.
საწრეო მუშაობის მთავარი თემა
წილადის ძირითადი თვისება. წილადის შეკვეცა. წილადების შედარება.
ათწილადების შედარება, დალაგება და დამრგვალება.
საწრეო მუშაობის მიზანი
მოსწავლეები გაიწაფებიან წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით წილადების შეკვეცის ოპერაციის ჩატარებაში. კიდევ ერთხელ გაიაზრებენ წილადების შედარების წესებს და შეასრულებენ შესაბამის მოქმედებებს.
მეშვიდე კლასელები გაიხსენებენ ნატურალური რიცხვებისა და ათწილადების გაყოფისას შესწავლილ განაყოფის ძირითად თვისებას, დააკავშირებენ წილადის ძირითად თვისებასთან და სეასრულებენ შესაბამის მოქმედებებს. გაიხსენებებ ათწილადების შედარებას, დამრგვალებას და ამოხსნიან ამოცანებს მოცემული წესების გათვალისწინებით.
სასწავლო რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო:ა.საგინაშვილი თ. ბექაური
მათემატიკის სახელმძღვანელო:ე. ნურკი ა. ტელგმა
ფლიფჩარტი. მარკერები.
დაფა, ცარცი.
საწრეო მუშაობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლე წილადის ძირითად თვისებას წილადების შესაკვეცად ან მოცემული წილადის ტოლი წილადის საპოვნელად იყენებს.
ერთმანეთთან აკავშირებენ წილადის ძირითად თვისებას და ნატურალური რიცხვის და ათწილადების გაყოფისას განაყოფის ძირითად თვისებას. შეუძლიათ ერთობლივად ამოხსნან კომბინირებული ამოცანა, სადაც გამოიყენებენ როგორც წილადის ძირითად თვისებას, წილადების შედარების წესს, ასევე ათწილადების შედარების წესს და დაამრგვალებენ პასუხს შესაბამის ერთეულამდე. მოცემულ სამუშაოებს ასრულებენ ჯგუფურად და საშუალებას აძლევენ ერთმანეთს მათი შესაძლებლობები გამოავლინონ.