მათემატიკის საწრეო მეცადინეობის ჩატარების დრო
|
10. 06. 2019 წელი
|
თემა
|
განვლილი მასალის გამეორება. საწრეო მუშაობის შეჯამება.
|
საწრეო მუშაობის მიზანი
|
მოსწავლეები გაიხსენებენ საკითხებს, რომლებზედაც სემესტრის განმავლობაში
იმუშავეს. გამოავლენენ თემას, რომელზე მუშაობაც მათ ყველაზე მეტად მოეწონათ. მოაწყობენ
მათემატიკურ ვიქტორინას და გამოავლენენ გამარჯვებულს . გააკეთებენ მათემატიკური ნამუშევრების
გამოფენას. მეხუთე კლასელები წარადგენენ ვიდეო რგოლს ერთ-ერთ მათემატიკურ თემასთან
დაკავშირებით.
|
სასწავლო რესურსები
|
მათემატიკის სახელმძღვანელო: ა.საგინაშვილი თ. ბექაური.
მათემატიკის სახელმძღვანელო: გოგიშვილი, ვეფხვაძე.
თაბახის ფურცლები. ფლიფჩარტი. მარკერები. დაფა. ცარცი.
კომპიუტერი. პროექტორი.
|
საწრეო მუშაობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
მოსწავლეების დაინტერესება მათემატიკური ამოცანებით. ბავშვების ძლიერი
მხარის აღმოჩენა და დახმარება სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის. მოსწავლეთა
კოგნიტური უნარების განვითარება და მათი შემზადება შემდგომი გამოწვევებისადმი.
|
Wednesday, June 12, 2019
საწრეო მუშაობის შეჯამება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment